ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის კახაბერ კამლაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირიო აუცილებელი მოგერიების ქვეშ იმყოფებოდა. ადვოკატის თქმით, კახაბერი კამლაძეს ჰქონდა როგორც იარაღის შენახვის, ასევე ტარების უფლება.
„ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. პიროვნება, რომელმაც განახორციელა გასროლა, მას ჰქონდა 2 იარაღი. 1 იარაღი იყო ვინჩესტერის, გლუვი, მეორე იყო მაკაროვის პისტოლეტი.
და ზუსტად როდესაც დაუძახა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა. პირველი რაც იყო ჩემი რეაქციაო, დავუძახე, სდექ, პოლიციაა. მიუხედავად გაფრთხილებისა, მან მეორე იარაღისკენ წაიღო ჯიბეში ხელი და ეს იყო ზუსტად იმის საფუძველი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავი დაეცვა, მისი თავიც და სხვისი სიცოცხლეც, იმიტომ რომ იქ ბევრი მოქალაქე იყო და უბრალოდ გადაარჩინა საყვავილემ.
როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, 7 თვეა, იმყოფება ამ პიროვნებების დაცვაში. რაიმე კონფლიქტის შესახებ მისთვის უცნობია. აბსოლუტურად არანაირი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი. ეს პიროვნება, ვინც გასროლა განახორციელა, მისთვისაც უცნობი იყო. პირველი გასროლა არ დაუნახავს, უბრალოდ, გაიგონა, შემოვბრუნდი, მეორე გასროლა დავინახეო და მაშინვე დავუძახეო, სდექ პოლიციააო“, – ამბობს დაკავებულის ადვოკატი.
როგორია ვერაზე დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი, ხოლო დაჭრილია ორი ადამიანი