LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდური შტამი სწრაფად მუტირებს და ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია სამიზნე ორგანოს დაზიანება: ლევან რატიანი

421
download-1

კორონავირუსის ინდური შტამი ბევრად უფრო ტოქსიკურია, ვიდრე აქამდე ცნობილი სხვა შტამები. ამის შესახებ “პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორმა ლევან რატიანმა “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ინდურ შტამს ადამიანის ორგანიზმში შეჭრისას ბევრად სწრაფად შეუძლია სამიზნე ორგანოს დაზიანება.

“მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსები ოდითგანვე იყო ცნობილი, 1960 წლიდან არის ამ ვირუსების ოჯახის შესახებ ინფორმაცია. მინდა გითხრათ, რომ სხვა ვირუსების ოჯახისგან განსხვავებით, ამ ვირუსებს ახასიათებთ ერთი რამ – ისინი უფრო სწრაფად მუტირებენ. ამიტომაცაა, რომ ერთ ოჯახში 40 სახეობა და ის სახეს იცვლის.

ინდოეთში არსებული შტამის შესახებ ამბობენ, რომ უფრო ტოქსიკურია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჭრის შემთხვევაში მას უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში მოცირკულირე ახალმა კორონავირუსმა. იმედია, რომ აქამდე ვერ ჩამოაღწევს, ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,”- განაცხადა ლევან რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g