LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა ზუგდიდში – ვირუსი ასაკოვან მამაკაცს დაუდასტურდა

146
1587895134-1587120486-1586289470-კორონავირუსი-

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი ასაკოვან მამაკაცს დაუდასტურდა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ინფიცირებული პირი ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა.

მამაკაცი შემოსვლისთანავე გადაიყვანეს კარანტინში, ჩაუტარდა „პისიარ“ კვლევა, რომლის უარყოფითი პასუხის შემდგომ, დროებით გაათავისუფლეს კარანტინიდან, რის მიზეზადაც ძმის გარდაცვალება სახელდება.

დღევანდელი ვითარება არის პირველი ტალღის ნარჩენებია: ცერცვაძე

"საქართველოში ჯერ არაფერი საგანგაშო არ არის."

ის გასვენებაში ზუგდიდში იმყოფებოდა. გუშინ მამაკაცს ჩაუტარდა ხელახალი ტესტირება და რადგანაც შემთხვევა საეჭვო იყო, რუხის კლინიკაში გადაიყვანეს.

7 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 5 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g