ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია 2020 წლის იანვრიდან “ტვ პირველზე” ახალ გადაცემას წაიყვანს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. გრიგოლიას ახალი წლიდან ახალი გადაცემის და აღნიშნული სატელევიზიო პროექტის შესახებ, ამავე ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
„სულ ველოდებოდი, როდის ჩამოიშლებოდა და უცებ ახალი საავტორო პროექტი არ დამიდო? იანვრიდან კიდევ ერთი გრიგოლიას ატანა მოგიწევთ“, – წერს ვატო წერეთელი.

ინგა გრიგოლია ამჟამად ამავე ტელევიზიის დირექტორია და არის გადაცემა “რეაქციის” წამყვანი.
