ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებებს.
„ვისაც არ უნდა ევროპა, თვითმფრინავში რომ ჩავსვათ, ხელისუფლებიან-მხარდამჭერებიანად კისლოვოდსკში რომ გავუშვათ და ჩვენ ვიწვალოთ, იქნებ როგორმე მიგვიღონ ევროკავშირში, არ შეიძლება?
ბილეთების ფული ჩვენ მოვუგროვოთ, კაცო, არაა პრობლემა???
საპროტესტო აქცია მოვაწყოთო, რად გვინდა ასეთი ევროპაო – ახალი მესიჯი გაუშვიათ ქოცებს და ქუჩაში გავალთ, აქციას გავმართავთ
ასეთი ცუდი ევროპის წინააღმდეგო ???. რა დღეში ვართ, ხალხოოოო?
P.s. ჩავამატებ – გაბრაზების დროა, აღარაა დაცინვის დრო!!!!,“– წერს ინგა გრიგოლია.
„ვინც იტყვის რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ნუ მოგვცემენ, არის მოღალატე“ – რომან გოცირიძე
შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ 15 თებერვალს ანდრიუს კუბილიუსის განცხადების საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი სტატუსს არ მიანიჭებს საქართველოს, შეუძლიათ, „თავისთვის დაიტოვონ“.
