ინგა გრიგოლიამ გადაცემაში „რეაქცია“ სოფო ჭყონიას შესახებ საიდუმლო გაამხილა. როგორც ტელეწამყვანმა აღნიშნა, სოფო ტელევიზიით გაჟღერებულ ამბებს, სადაც ვინმეს ფინანსური დახმარებაა საჭირო, ძალიან ხშირად არ ტოვებს უყურადღებოდ და გაჭირვებულ ადამიანებს ხელს უმართავს.
რამდენიმე დღის წინანდელ რეაქციაში, სადაც ინგას ერთ-ერთმა სტუმარმა, გასართობი ცენტრის მფლობელმა, გიორგი მთიულიშვილმა აღნიშნა, რომ მას აპარატურა აღარ აქვს, რომ ცენტრი გამართულად ამუშაოს, ინგას სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთში უცნობი ქალბატონისგან მოუვიდა შეტყობინება, რომ ის საკუთარ თავზე იღებდა აპარატურის ხარჯის გაწევას. მოგვიანებით, ინგამ ქველმოქმედი ქალბატონისგან ნებართვა აიღო და გაამხილა, რომ ეს სოფო ჭყონიაა, რომელსაც მანამდეც არაერთხელ გაუმართავს ხელი სხვებისთვის.
„იმდენ ადამიანს დახმარებია… ძალიან დიდი მადლობა… კიდევ მოვყვები, რამდენი ადამიანისთვის გაქვს დახმარება გაწეული… არ მახსოვს, ჩემს გადაცემაში სოციალურად დაუცველ რომელიმე ოჯახზე რეპორტაჟი გასულიყო და სოფო ჭყონიასგან რეაქცია არ ყოფილიყო. ჩემ გარშემო ყველამ იცის, რომ სოფო ამ დოზით ეხმარება ადამიანებს. არ მეგულება ადამიანი, ასეთი სიკეთის მატარებელი, როგორიც არის სოფო. სულ მინდა, რაღაცაში გამოვადგე და არაფერში არ გჭირდებით, ნეტავ? მადლობა ჩვენი რესპონდენტებისთვის გაწეული დახმარებისთვის, სოფო, შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო!.. ნანახი მყავს სოფოსგან გამოგზავნილი დახმარების გადაცემისას აცრემლებული ადამიანები…“
ანუკა ჟორჟოლიანი: “თუ გამომიცხადებია რომ კეთილი ანონიმი ჩემ სტუმარს დაეხმარა, ხშირ შემთხვევაში ეს გოგო ყოფილა”
