LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისურ მარტში კეინი და რანიერი გამოარჩიეს

25

ჰარი კეინი პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, კლაუდიო რანიერი საუკეთესო მწვრთნელად.

”ტოტენჰემის” ფორვარდმა ეს ჯილდო კარიერაში მესამედ მიიღო.

ჰარიმ მარტის ოთხ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. 22 წლის თავდამსხმელი 22 გოლით ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.

პრემიერლიგის ლიდერმა ”ლესტერმა” მარტში ფრედ ითამაშა ”ვესტ ბრომვიჩთან” და მოუგო ”ნიუკასლს”, ”კრისტალ პალასს” და ”საუთჰემპტონს”.

 

 

Player-of-the-month

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები