„ფეისბუქ“ ბლოგზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც „ინსტაგრამის“ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. ამიერიდან სოციალური ქსელი მომხმარებლებს დაბადების თარიღის მითითებას მოსთხოვს, რათა დაიცვას ბავშვები და მოზარდები, ასევე შესაბამისი რეკლამა შესთავაზოს.
„შეტყობინებას დაბადების თარიღის მითითების შესახებ მომხმარებლებს რამდენჯერმე გავუგზავნით“, – აღნიშნულია პოსტში.
მსგავს შეტყობინებებს მომხმარებლები აპლიკაციის ჩართვისას და „დელიკატური კონტენტის“ შემცველი პუბლიკაციების ნახვისას მიიღებენ. „ინსტაგრამი“ ირწმუნება, რომ მონაცემების მოთხოვნა მომხმარებელთა საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.