„ირაკლი ღარიბაშვილს მადლობები ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც – შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში თუ არა გარკვეული დროის შემდეგ იგი პოლიტიკაში ვიხილოთ“, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოსტიდან გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.
„არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული… მეორედ ვტოვებ პოლიტიკას…“ – ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის
ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული ორ-ორჯერ იკავებდა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოსტებს.
„ირაკლი ღარიბაშვილს მადლობები ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც. დღესაც კიდევ ერთხელ, დავადასტურებთ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არამარტო ღირსეული ადამიანი, ქართველი და მეოჯახეა, არამედ მაღალი დონის სპეციალისტი და თავისი საკითხების ექსპერტია. შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში თუ არა გარკვეული დროის შემდეგ იგი პოლიტიკაში ვიხილოთ. სულ მალე იქნება ყრილობა და, რა საკვირველია იქ შესაბამის განცხადებებს მოისმენთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის ინფორმაციითვე, პარტიის ყრილობა „დიდი ალბათობით, შაბათს გაიმართება“.
რაც შეეხება პარტიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, ვოლსკის თქმით, გუნდი გარკვეულ მოსაზრებებზე თითქმის შეთანხმებულია:
თინა ბოკუჩავა: „ღარიბაშვილმა საკუთარი თავი და ოჯახი სანქციებისგან გადაარჩინა… ბედის ირონიაა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს ენმ-ში ჩემი გაშვების მიზნით და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა“
„გულწრფელი ვიყოთ, ამ ადამიანს თავმოყვარეობა რომ არ აქვს, ეს არაერთხელ დაამტკიცა, როცა ივანიშვილმა გაუშვა, დააბრუნა, ასე რომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტია მოისხას, ამასაც არ გამოვრიცხავთ“ – ამბობს ბოკუჩავა.
„ჯერჯერობით თარიღთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. შაბათი – ზოგადად მოსაზრებაა. ალბათ, სწორი იქნება დროულად ჩატარდეს. რასაკვირველია, პოლიტსაბჭოს ახალი წევრიც დაგვჭირდება. პარტიის ხელმძღვანელიც და ამასთან დაკავშირებით გარკვეულ მოსაზრებებზე თითქმის შეთანხმებული ვართ და დაველოდოთ იმ დღეს, როცა ეს კომპეტენტური ადამიანის მიერ კომპეტენტური პლატფორმიდან გაჟღერდება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს პარტიის ოფისში განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
ღარიბაშვილი: „ვფიქრობ, ქვეყანაში მშვიდი სიტუაციაა, კარგი ამინდია – რაც შემეხება მე, საქართველოში ვრჩები, აბა, რა მინდა სხვაგან?!“
„ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე ვიფიქრო“ – თქვა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ