LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კაკაბაძე: „ორი მეგობარი დამეღუპა თრომბოემბოლიით, არაფერი სჭირდათ და დილას ვერ გაიღვიძეს და ეს იდიოტი პოლიტიკოსები სკამებს ვერ იყოფენ!..“

499
iraklikakabaze2022

მწერალი ირაკლი კაკაბაძე „რეაქციაში“ იმის შესახებ საუბრობს, რომ სანამ პოლიტიკოსები სკამებს ვერ იყოფენ, პანდემიას საქართველოსთვის ცუდი შედეგი მოაქვს.

ირაკლი კაკაბაძე:

„ტრამპისნაირი ადამიანები ჩვენც გვხოცავენ. პოლიტიკოსი ბევრია აქაც და ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი, ვინც არიან ეგენი. ჩვენ გვიჭირს სხვა რამ. არ გვაქვს საჭმელი და გვხოცავენ კოვიდით. არ მაინტერესებს, ვინ ვისია და ვინ მართავს მრავალრიცხოვან აქციებს. არავისთვის არ შეიძლება არც აქცია და არც კონცერტი.

დღეს, პირველ რიგში, აუცილებელია, შემოიტანონ ვაქცინები და აცრან ყველა. სიკვდილის პირას არიან ბავშვები. ბავშვები იღუპებიან!.. დღეს გავიგე, რომ ბავშვს ფილტვი გაეთიშა. ამაზე ეს იდიოტი პოლიტიკოსები არ ფიქრობენ!.. 1988 წლიდან ვიცნობ ამათ. ამაზე იფიქრონ. იღუპებიან ბავშვები, მოხუცები, მასობრივი გენოციდი ხდება ქვეყანაში… ჩვენ ვიხოცებით საშნელი ჭირის მიერ. ორი მეგობარი მომიკვდა ბოლო კვირში. დაიძნეს. არანაირი დიაგნოზი არ ჰქონდათ და თრომბოემბოლიით დაიღუპნენ. ხომ ვიცით, რომ არანაირი აცრები არ მიმდინარეობს. სად არის აცრების პროგრამა? დღეს უკვე რიგები უნდა იყოს. პირველი მე მივალ და მე ავეცრები… ეს დეგენარატები კი სხედან და სკამებს ვერ იყოფენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g