LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, 9.7% ეკონომიკურ ზრდას მიაღწია საშუალოდ“

117
ირაკლი კობახიძე

„ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, საშუალოდ 9.7 % ეკონომიკურ ზრდას მიაღწია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო განაცხადა.

როგორც მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.

საქართველოს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავს ქვეყნებს შორის და 2022-2024 წლებში საშუალოდ 6%-ს აღემატება. რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში.

2024 წელს საქონლის ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 7.3%-იანი ზრდა აჩვენა და ისტორიულ მაქსიმუმს – 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეს უფრო ფართო რეგიონში, რაც მის ეკონომიკურ სტაბილურობას, კიდევ ერთხელ აჩვენებს.

„დაბალი და სტაბილური ინფლაცია ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შესაძლოა, განპირობებული იყოს პროდუქტიულობისა და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაუმჯობესებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა,  ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით.

მისივე თქმით, მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის კი საქართველო პირველ შვიდეულშია.

„მსოფლიო სამართლის პროექტის 2024 წლის ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშუალო შემოსავლის მქონე 41 ქვეყანას შორის საქართველო პირველ შვიდეულშია.

რაც შეეხება ანტიკრიმინოგენურ ინდექსს, საქართველო ევროპაში მე-8, ხოლო მსოფლიოში 20-ე ადგილზეა 2024 წლის მონაცემებით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან.

საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით. შავი ზღვით ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალოვადიან პერიოდში, რომლითაც მონაცემთა დერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში – ევროპას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე: „USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს”, „დიფ სთეითი” – ოლიგარქიულ გავლენებს, აგენტურა საქართველოში მარცხდება, ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს“ 

ამასთან, მან მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის და ეს არის პროგრესისადმი ერთგულება“.

„არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ინოვაცია, გამძლეობა და მდგრადი ზრდა უზრუნველყო. მისი პროგრესი არის ღირებული მოდელი, რომელიც აძლიერებს იდეას, რომ სტრატეგიულ ხედვას და მიზანსწრაფულობას შეუძლია ხანგრძლივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

გულითად მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ამ სამიტის ჩატარებისთვის. ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის; ეს არის პროგრესისადმი ერთგულება. სწორი ხედვით, მიზანდასახულობით და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g