„სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული აქტი და ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „MEGOBARI აქტის“ შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პარტიის ყრილობის შემდეგ [ამავე ყრილობაზე თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს] კობახიძემ აღნიშნა, „არ შეიძლება მეგობარი აქტი ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის განმსჭვალული“:
ვახტანგ გომელაური სასანქციო სიაზე: „სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს“
სალომე ზურაბიშვილი: „MEGOBARI აქტი“ და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა, ნიშნავს იმას, რომ იზოლაციაში შევდივართ – ქვეყანაში არსებულ კრიზისზე მთლიანად პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და არა ჩვენი პარტნიორები“
„ქვეყანა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის. ერთი მხრივ, ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ. მეორე მხრივ, ამერიკასთან.“
„ეს არის რა თქმა უნდა, მტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და დიფ სთეითს შორის. როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში დიფ სთეითმა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ჩვენ ამ ორიოდე დღის წინ“. – განაცხადა თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ჯო უილსონი [ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი] არის თავიდან ბოლომდე დიფ სთეითი“.