LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან, მე მგონი, ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის – ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა, მისი ტერმინით რომ ვთქვათ, ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში“

180
ირაკლი კობახიძე, ჯიმ რიში, ეკა გიგაური

„რაც შეეხება სენატორ რიშს, ის იყო ჩამოსული 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ მხარდასაჭერად, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე როგორც მათ მეგობარ სააკაშვილს, მოუწიათ არჩევნების შედეგების აღიარება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ შეაფასა ამერიკის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული მოსმენა.

ჯიმ რიში – თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი

სენატორმა, აღნიშნა, რომ არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სურთ „კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში დაბრუნება“.

„რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან. მე მგონი, ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის – ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა, მისი ტერმინით რომ ვთქვათ, ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში“ – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის გამოსვლას კონგრესში სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა უწოდა:

ეკა გიგაური – ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა – თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს

„რაც შეეხება ეკა გიგაურს, ეს იყო მორიგი ლუსტრაცია, ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში. ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან, არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია. მიზანი არის ის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისთვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად, ვერც ერთი ასეთი განხილვა, ვერც ერთი ასეთი აქტი ვერ მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოების არჩევანზე. ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი. თქვენ გახსოვთ, რომ იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება არ არის, დღეს ქართული საზოგადოება უყურებს იმას თუ რა ხდება ჩვენს საზოგადოებაში“- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „რაც შეეხება სენატორ რიშს, ის იყო ჩამოსული 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ მხარდასაჭერად, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი“:

„ეს ტერმინები არის უსიამოვნო თავად ამ ტერმინების ავტორებისთვის. არ შეიძლება უკულტურობის ასეთ დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში. ამერიკის კონგრესი იყო ის ინსტიტუცია წლების განმავლობაში ჩვენთვის, რომელიც სამაგალითო იყო და დღეს ამ ინსტიტუტში, ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში, ჩვენ ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის არის ძალიან გულსატკენი. რაც შეეხება სენატორ რიშს, ის იყო ჩამოსული 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ მხარდასაჭერად, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე როგორც მათ მეგობარ სააკაშვილს, მოუწიათ არჩევნების შედეგების აღიარება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g