LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში, ეს არ ეხება გამონაკლის მიმართულებებს – ყველა სხვა მიმართულებით შეიძლება შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა“

142
ირაკლი კობახიძე

„უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში – ყველა სხვა მიმართულებით შეიძლება შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა. გვინდა შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

კობახიძის თქმით, აღნიშნულ ცვლილებას დამატებითი ეფექტი ექნება და ქვეყანაში სამუშაო ძალის რაოდენობა, დაახლოებით, 30 ათასი ადამიანით გაიზრდება.

„როდესაც ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე, აქ ვფიქრობთ, უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში. ეს არ ეხება გამონაკლის მიმართულებებს, სამედიცინოს პირველ რიგში, სადაც ხანგრძლივობა დიდი უნდა იყოს. ყველა სხვა მიმართულებით შეიძლება შეიკვეცოს სწავლების ხანგრძლივობა. გვინდა შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა.

თუ სტუდენტს სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მაგალითად სადოქტორო პროგრამაზე მოგვიანებით სწავლის გაგრძელება, ამ შემთხვევაში იქნება გახანგრძლივებული 2-წლიანი მაგისტრატურა, რომელიც უნდა დაამთავროს შესაბამისმა სტუდენტმა.

ყველაზე კარგად ვარ გარკვეული იურიდიული განათლების სისტემაში. შემიძლია დაგარწმუნოთ, 3 წელში შესაძლებელია ყველა ძირითადი საგნის გავლა, ასევე შესაძლებელია 10-მე დამატებითი არჩევითი საგნის გავლა სტუდენტების მიერ სპეციალიზაციის მიხედვით. 3 წელი იურისტისთვის სავსებით საკმარისია, რომ მიიღოს საბაზისო ცოდნა. იგივე ეკონომიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ მიმართულებაზე.

ამას დამატებითი ეფექტი ექნება, დაახლოებით 30 ათასი ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში, როდესაც 1 წლით ადრე დაასრულებენ სტუდენტები სწავლას. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, გვაქვს სწრაფი ტემპი. ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის დეფიციტი. შრომის ბაზრის გამდიდრება გვჭირდება და ამ კუთხითაც საინტერესოა ეს ცვლილება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი – მაგისტრატურას – ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g