„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ სალომე ზურაბიშვილი ფიზიკურად, სამართლებრივად, მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
აღნიშნულით მან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენცია დატოვა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო:
„პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება ძალიან მიუღებელია… ვიცოდი, რომ იმ კანონს მიიღებდნენ და ყველაფერს ველოდები“ – სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტებზე
„საკანონმდებლო მაცნეზე“ მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ სალომე ზურაბიშვილი ფიზიკურად, სამართლებრივად, მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმაციას ქმნის არა ორბელიანების სასახლე, არამედ ის ლეგიტიმაციის ჯაჭვი, რომელმაც ის აქცია პრეზიდენტად“. – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.