LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კუპრაძე: „ქართული ოცნების“ პირობებში, იმდენად მარგინალიზდა ანტიკორუფციული ბიურო, რომ მისი გაუქმება გარდაუვალი გახდა“

107
ირაკლი კუპრაძე

„ქართული ოცნების“ პირობებში, იმდენად მარგინალიზდა ანტიკორუფციული ბიურო, რომ მისი გაუქმება გარდაუვალი გახდა – მისი გადანაცვლება აუდიტის სამსახურში წყალია მოქალაქეებისთვის იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლებაა“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს:

შალვა პაპუაშვილი: „ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება“

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პირობებში, იმდენად მარგინალიზდა უმნიშვნელოვანესი ორგანო, ანტიკორუფციული ბიურო, რომ მისი გაუქმება გარდაუვალი გახდა. რაჟდენ კუპრაშვილს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესს ემსახურებოდა, ამ წლების განმავლობაში არ გამოუძიებია საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლების არც ერთი მნიშვნელოვანი კორუფციული სქემა და საქმე. ეს არის „კარმუშკა“ პარტიული მუშაკებისთვის, რომელიც ემსახურებოდა ივანიშვილის ინტერესს. მისი გაუქმება, გადანაცვლება აუდიტის სამსახურში და ა.შ., არის წყალი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლებაა. არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ, მომდევნო ხელისუფალი, მომდევნო კოალიციური მმართველობა ვალდებული უნდა იყოს, რომ შექმნას რეალური, ქმედითი ანტიკორუფციული ბიურო. ბიურო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, რომელიც გამოიძიებს განსაკუთრებით, წარსულში ჩადენილ კორუფციულ საქმეებს. საქმეებს, რომლებსაც ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურად ჩადის“, – განაცხადა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

magti 5g