LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა

122
Capture

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა.

კუპრაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 2 აპრილს, 13:00 საათზე არის ჩანიშნული.

„ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს! დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ“,- წერს „ფეისბუქზე“ კუპრაძე და დასძენს: „არცერთი ნაბიჯი უკან!“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g