LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი გახარიას: „პოლიტიკური ბოიკოტის ცნება სულ სხვაა და ის განმარტება, რომელიც ბატონმა გიორგიმ თქვა აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს – მანდატები ჩვენ კი არ შევწყვიტეთ, კანონმა შეგიწყვიტათ თქვენ, თქვენივე ქმედებებიდან გამომდინარე“

106
ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სოფ. ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხი განიხილება, იმჟამინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ. აღნიშნულ საკითხთან ერთად, სხდომაზე ასევე ისაუბრეს „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატების შეწყვეტაზე.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, პარლამენტის მანდატებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ბოიკოტშია, სიცრუის ტირაჟირება უწოდა.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას: „დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც ექცევით ამომრჩეველს და საპარლამენტო მანდატს? – თუ სწორია, რა არის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს?! მაშინ რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?! ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არა“

„ბატონო გიორგი, შეიძლება თქვენ ეს იცით, მაგრამ შეგნებულად სიცრუის ტირაჟირებას ეწევით, მაინც მოსახლეობისთვის რომ ნათელი იყოს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ეს რეგლამენტი მიღებული არ არის მხოლოდ ამ, ან წინა, ან იმის წინა მოწევის პარლამენტის მიერ, ეს არის უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ამ რეგლამენტის ეს ძირითადი მუხლები მუშაობს. ანუ პოლიტიკური ბოიკოტი სულ სხვანაირად არის, პოლიტიკური ბოიკოტი არის კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით უნდა მოვიდეს პარლამენტის წევრი ან ფრაქცია და სხდომის დაწყებისას, როცა რეგისტრაციას გაივლის, ეს კანონში წერია, პარლამენტის რეგლამენტში, უნდა ადგეს და თქვას, რომ მე ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გამაჩნია, პოლიტიკური პოზიცია – ბოიკოტი და დატოვოს სხდომა, აი ეს არის პოლიტიკური ბოიკოტი და არა ის, რის გასაღებაც თქვენ გინდათ ახლა პოლიტიკურ ბოიკოტად, ეს ერთი. მეორე, ამავე რეგლამენტში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ როდესაც არ ესწრება პარლამენტის წევრი, არა თუ პლენარულ სესიებს აქ თავისი რაოდენობა რომ გროვდება ავტომატურად დგება ამ წევრის, თუ წევრების მანდატის შეწყვეტის საკითხი და ეს არ არის დამოკიდებული ვიღაცის გემოვნებაზე, ამავდროულად, ანალოგიური ვალდებულება უდგება პარლამენტს, თუ პარლამენტის წევრი არ ესწრება ამავდროულად საპარლამენტო კომიტეტების სხდომას, იმიტომ რომ ყველა პარლამენტის წევრს აქვს ვალდებულება და არა ნება-სურვილი, რომ იყოს კომიტეტში გაწევრიანებული. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ რომ იცოდეს ის განმარტება, რომელიც ბატონმა გიორგიმ თქვა აბსოლუტურად არ შეესაბამება კანონს, სიმართლეს და პოლიტიკური ბოიკოტის ცნება სულ სხვაა, მანდატები ჩვენ კი არ შევწყვიტეთ, კანონმა შეგიწყვიტათ თქვენ, თქვენივე ქმედებებიდან გამომდინარე. ეს არის თქვენი არჩევანი და არა ჩვენი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

magti 5g