LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: გული მტკივა იმიტომ, რომ შიმშილობის საფუძველი არ აქვთ – პატიმარი სააკაშვილი ლუქს პალატაშია და ყველა სერვისი მიეწოდება

154
BeFunky-collage

„გული მტკივა იმიტომ, რომ საფუძველი არ აქვს შიმშილობის. აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი დეპუტატის, თემურ ჯანაშიას, ანი წითლიძისა და დავით კირკიტაძის შიმშილობას.

„მე ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რაც არ უნდა განსხვავებული ხედვა გვქონდეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გული მტკივა, იმიტომ რომ საფუძველი არ აქვთ შიმშილობის.

აქ ზარალდებიან ჩემი კოლეგები, თორემ ჩვენ ვნახეთ იმ გასაჯაროებული კადრებიდან, სადაც ლუქს პალატაშია პატიმარი სააკაშვილი და სადაც ყველა სერვისი მიეწოდება. მეტიც, აღმოჩნდა, რომ იქით ძალადობს ექთნებზე და ექიმებზე. ეს ალბათ, ცალკე ძიების საგანი უნდა გახდეს.

დასკვნა დაიდოს, რომ ისეთი დაავადება სჭირს, რასაც ვერ უმკურნალებს, მაგალითად, პენიტენციური, ან ჩვენი კლინიკები. ხალხნო, საფუძველი არ არის. შიმშილობის დაწყება, ისევე როგორც დამთავრება, ეს თავიდან ბოლომდე მათი უფლებამოსილებაა,“ – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, მოშიმშილეების მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა შეწყვიტა

ჯიშკარიანი სააკაშვილზე: დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია, დიაგნოზები წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა” – “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი

მამუკა მდინარაძე საუბრობს, ვის შეიძლება აწყობდეს სააკაშვილის მოწამვლა

არევაძემ რომ არ გადაუვადოს სასჯელი ან არ გაათავისუფლოს, შეიძლება იმ დღესვე დაამთავროს სააკაშვილმა სიცოცხლე: შალვა ხაჭაპურიძე

სააკაშვილი სასჯელს ლუქს პალატაში იხდის და მიირთმევს რასაც ოჯახის წევრები მიუტანენ – არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რომ ჩვენმა კოლეგებმა იშიმშილონ: ბექა ოდიშარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g