[მისი მოწამვლა] შეიძლება აწყობდეს ისეთ ხალხს, რომლებიც ასეთებზეც წასულან და ირგვლივ შეიძლება ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილმა] ბევრი მოიძიოს ასეთი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, სუბიექტურადაც წარმოუდგენელია, რომ ვინმე ნორმალურს, პრაგმატულად მოაზროვნეს ასეთი შედეგი აწყობდეს.
“ხელისუფლებაზე რომ აქცენტი გადადის და ხელისუფლებამ, რომ მოწამლა, ეს ხომ გამორიცხულზე გამორიცხულია და მართლა ვიღაცამ რომ მოინდომოს და აწყობდეს, სუბიექტურადაც წარმოუდგენელია, რომ ვინმე ნორმალურს, პრაგმატულად მოაზროვნეს ასეთი შედეგი აწყობდეს. შეიძლება აწყობდეს ისეთ ხალხს, რომლებიც ასეთებზეც წასულან და ირგვლივ შეიძლება ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილმა] ბევრი მოიძიოს ასეთი. თავის დროზე წასულან, მოუკლავთ და იმიტომ. მაგრამ, ეს ძალიან არაადამიანური დაშვებაა”, – საუბრობს მამუკა მდინარაძე.
ამავე თემაზე:
მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი