ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზების შესახებ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ წერს.
როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, დიაგნოზების უმრავლესობა მოწამვლასთან არის დაკავშირებული, [დიაგნოზები] არის ძალიან მძიმე და წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს:
„კითხვებზე ვპასუხობ: რა დიაგნოზები აქვს მიხეილ სააკაშვილს? ცნობისმოყვარე, სკეპტიკოსები მეკითხებიან.
ძალიან მძიმე, წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს. უმრავლესობა მათგანი კავშირშია მოწამვლასთან. სისხლში, თმაში – აღმოჩენილია: ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტალიუმი, ტყვია, ბისმუტი, ბარიუმი, ფრჩხილებში კადმიუმი, მანგანუმი, მცირე დოზებით, სიმპტომებთან კორელაციაში მიუთითებს ინტოკსიკაციაზე.
დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, რთულ ქიმიურ ან რადიაქტიულ, სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია, როგორც შესაბამისი კვლევა, ისე მკურნალობა აქ ვერ ხორციელდება და ვერც განხორციელდება. შესაძლოა, მძიმე გამოსავალი. მკურნალობის შემთხვევაში რა აღდგება და რა არა, არავინ იცის.
ეს ყველაფერი განხორციელდა საქ. ციხეთა სისტემაში. ჩემი აზრით, დიდი ალბათობით, მე 18-ში და ალბათ მერეც გრძელდებოდა, გარკვეული სქემით ქრ. ინტოქსიკაციით.
ასეთ სიტუაციაში, ადამიანის ჩატოვება ციხეში მკვლელობაა, 1 წელია ვუყურებთ პიროვნების ფიზიკურ და ფსიქიკურ განადგურებას, უმრავლესობა ეს მძიმე მეტალები ნეირო ტოკსიურია და ანადგურებს ფსიქიკას, ნერვულ სისტემას და ა.შ.
როგორც ჩანს, არც არავის უნდა ამ საქმის გამოძიება. ჯერ კიდევ 2021-ის დეკემბერში ყურადღება მიიპყრო ნეიროლეფსიურმა სიმპტომატიკამ, მე 18-ში ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები იყო: დაუზუსტებელი გულყრა და დელირი (გამგები გაიგებს) ჩვენი განცხადებების საფუძველზე დაინიშნა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც 1 წლის მერეც ვერ ჩაატარა გამოძიებამ.
2022-ის 5 მაისს მორიგ დასკვნაში კვლავ მოვითხოვეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. თმის ანალიზის შემდეგ, ჩვენ ვითხოვეთ ამერიკელი ტოქსიკოლოგის ჩართვა, მან დაადგინა ინტოქსიკაცია მძიმე მეტალებით და არასწორი მკურნალობა. გახსოვთ, ალბათ, ჩვენი განცხადება ფსიქოფარმაკოლოგიურ წამებაზე.
დასკვნა რატომ არის დიდი? – ზოგი უმეცარი მეკითხება. იმიტომ რომ, ერთწლიან პერიოდს მოიცავს და სასამართლოსთვის დაიწერა და არა ფბ. ს მომხმარებლებისთვის.
კიდევ თუ გაქვთ კითხვები? რაც შეეხება, სტრესს, „არ თუ ვერ ჭამს, თავს იზიანებს, პატიმრობას ვერ იტანს“ – ეს ნარატივი – დეზინფორმაცია – პროპაგანდა, ალბათ, მოწამვლის სცენარის ნაწილია, რომ ყურადღება სხვაგან წავიდეს.
ამ დროს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ PTSD და მძიმე ტრანზიტორული ეპიზოდები თავის ტვინის ორგანული დაზიანების და ინტოქსიკაციის ფონზე აღმოცენდა წამების შედეგად, დანარჩენი ყველა თუ არა, უმრავლესობა სიმპტომები პირდაპირ უკავშირდება ინტოქსიკაციას.
რა ვიცი, აჰა, მოკლე დასკვნა“, – წერს მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში.
“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა” – “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი
მამუკა მდინარაძე საუბრობს, ვის შეიძლება აწყობდეს სააკაშვილის მოწამვლა