მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ირანიდან სულ 15,973 ვიზიტორი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 44.8%-ით ნაკლებია.
ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანის მიერ საკუთარი მოქალაქეებისათვის მიცემული რჩევაა, რომ საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეიკავონ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ ირანის ასობით მოქალაქის საზღვრიდან გაბრუნებაზე შეშფოთება გამოთქვა. მოგვიანებით კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ირანის ელჩის შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ სამიგრაციო საკითხებში მხარეები უფრო მჭიდროთ ითანამშრომლებდნენ.
2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს საზღვრიდან ყველაზე ხშირად ისევ ირანელებს აბრუნებენ. თუ მთლიანად 2018 წელს გადავხედავთ, ქვეყანაში ირანის 3,098 მოქალაქე არ შემოუშვეს.
ირანთან ერთად შემცირებულია ვიზიტორთა ნაკადი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.