LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI-ის კვლევის თანახმად, რეიტინგებში ივანიშვილს სააკაშვილმა გადაასწრო

169
მიშა vs ბიძო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის თანახმად, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეიტინგებში ექსპრემიერს ბიძინა ივანიშვილს გადაასწრო.

კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 35%-ს მოსწონს, მიხეილ სააკაშვილი კი 36%-ს.

IRI-ის კვლევა: შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 19%, ენმ 14%, გახარიას პარტია 3%

ამასთან, IRI-ის კვლევით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგს უსწრებს:

  • სალომე ზურაბიშვილი – 48%
  • ირაკლი ღარიბაშვილი – 43%

რეიტინგების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  • ილია მეორე – 91%%
  • კახა კალაძე – 52%
  • სალომე ზურაბიშვილი – 48%
  • ირაკლი ღარიბაშვილი – 43%
  • გიორგი გახარია – 36%
  • მიხეილ სააკაშვილი – 36%
  • ბიძინა ივანიშვილი – 35%
  • შალვა ნათელაშვილი – 35%
  • ელენე ხოშტარია – 33%
  • გიორგი ვაშაძე – 33%
  • ალეკო ელისაშვილი – 31%
  • ირაკლი კობახიძე – 31%
  • მამუკა ხაზარაძე – 29%
  • შალვა პაპუაშვილი 27%
  • ლევან ხაბეიშვილი – 27%
  • ბადრი ჯაფარიძე – 26%
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26%
  • პეტრე ცისკარიშვილი – 19%
  • გიგა ბოკერია – 17%
  • პაატა მანჯგალაძე – 9%

ცნობისთვის, IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით შეგროვდა.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს.

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.

 

magti 5g