,,პარიზის მოდის კვირეულზე” ლეგენდარული დიზაინერის, 67 წლის ჯან პოლ გოტიეს გამოსამშვიდობებელი ჩვენება შედგა. მან საოცარი პომპეზურობით ჩაიარა, დეფილე გოტიეს კარიერის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.
პოდიუმზე ირინა შეიკი, ჯიჯი ჰადიდი და კიდევ უამრავი ლამაზმანი გამოვიდა, უამრავ ცნობად სახესთან ერთად, კარლა ბრუნი და დიტა ფონ ტიზიც იმყოფებოდნენ.
ავანგარდული სტილი, ტყავის ქსოვილები, კლასიკური სამოსი თუ პომპეზური საღამოს კაბები – ჩვენება მართლაც საოცარი იყო, ტრადიციულად, როგორც ლეგენდარულ დიზაინრეს ჩვევია, საზოგადოებამ მრავალფეროვანი ლუქები იხილა.
დეფილეს დასასრულს გოტიეს საოცრად ემოციური გამომშვიდობება მოუწყვეს და ის ხელში აიტაცეს.