Amazon Prime-ზე რიანას ბრენდის, Savage X Fenty-ის გრანდიოზული ჩვენება გაიმართა. ჩვენებაში უამრავ ვარსკვლავთან ერთად მონაწილეობა თავად 34 წლის რიანამაც მიიღო, რომელიც მშობიარობის შემდეგ კვლავინდებურად ბრწყინვალე ფორმაშია. რირის გვერდი ირინა შეიკმა, კარა დელევინმა და არც მეტი არც ნაკლები ჯონი დეპმაც დაუმშვენეს.
59 წლის მსახიობის გამოჩენამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რიანას საზოგადოების ნაწილი იმის გამო აკრიტიკებს, რომ ბრენდის კამპანიაში ჯონი დეპი მოიწვია, რომელსაც ყოფილ ცოლთან ძალადობაში დღემდე ბევრი დებს ბრალს.
რიანა და მადონას ქალიშვილი ლურდეს ლეონი Savage x Fenty-ის პიკანტურ ფოტოსესიაში