ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის რომანი ახალ ეტაპზე გადავიდა. ცოტა ხნის წინ ბრედლიმ ირინა დედას გააცნო. ინსაიდერების ცნობით, მსახიობის დედა სუპერმოდელით მოხიბლულია.
გუშინ, პაპარაცებმა გლორია კუპერი და შეიკი ნიუ-იორკში სეირნობის დროს დააფიქსირეს. მათთან ერთად არ იყო ბრედლი, თუმცა, როგორც ჩანს მათ კუპერის გარეშეც ბევრი აქვთ სალაპარაკო. გლორია და ირინა ბრედლის ძაღლს ასეირნებდნენ.
„როდესაც ჩემს სახლში ქალი ჩნდება, მე ყოველთვის ვამბობ: შენ უნდა შეიყვარო ჩემი ძაღლი, ის მე კომპლექტში მომყვება“ – განაცხადა ერთხელ კუპერმა.