LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიის სოფლებში საათში 60 კილომეტრზე მეტად აჩქარება აკრძალეს

109
be5024e0-e498-11ef-829f-cb55ffe4

ირლანდიაში გადაწყვიტეს, სოფლის გზებზე მაქსიმალური სიჩქარე 80-დან 60 კმ/სთ-მდე შეამცირონ. მიზანი – ავარიებში სიკვდილიანობის და სერიოზული ტრავმების რაოდენობის 50%-ით შემცირებაა, თანაც უახლოეს 5 წელში. სიახლის შესახებ BBC წერს.

ირლანდიაში სასიკვდილო ავარიების ორი მესამედი სწორედ სასოფლო გზებზე ხდება, სადაც მძღოლები სიჩქარეს უფრო მეტად აჭარბებენ. 2021 წელს ირლანდიის გზებზე 132 ადამიანი დაიღუპა, 2023 წელს – 180.

სიახლე ეხება ვიწრო გზებს, რომლებიც სახლებისკენ, ფერმებისკენ და პატარა სოფლებისკენ მიდიან. ასეთი გზების რაოდენობა ქვეყანაში 82 ათასზე მეტია. პოლიცია ახალი კანონის დაცვას კამერების და რადარების დახმარებით გააკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქებში ჯერ-ჯერობით მაქსიმალური სიჩქარე არ შეცვლილა და ისევ 50 კმ/სთ რჩება. თუმცა, უახლოეს პერიოდში მისი შემცირება საათში 30 კილომეტრამდე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები