LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ახლა ყველაზე ბედნიერია“ – გამოცემა People მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის შესახებ წერს

300
Untitled.pngsdfdsf

მაილი საირუსი მიმდინარე წლის ყველაზე წარმატებული არტისტია. რამდენიმე დღის წინ მან მე-8 სტუდიური ალბომი, Endless Summer Vacation გაავრცელა. ყოველივე ამას კი წინ უძღოდა ორი სინგლი. მათგან ერთ-ერთმა, Flowers-მა Spotify-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და 13 ქვეყანაში პირველ ადგილზე განთავსდა. როგორც ცნობილია, ჰიტი მაილიმ ყოფილ ქმარს, ლიამ ჰემსვორტს მიუძღვნა. მათ ურთიერთობაზე დასავლური მედია აქტიურად წერს.

„ის ახლა ყველაზე ჯანმრთელი და ბედნიერია, მას ყველა ადანაშაულებდა იმაში, რომ ის მოუთვინიერებელი იყო და ლიამთან ოჯახი სწორედ მან დაანგრია, მაგრამ ეს უსამართლო ბრალდება იყო. მათი ურთიერთობა ტოქსიკური იყო და ეს მაილის ანადგურებდა. მაილი ახლა მზადაა, ახალი ალბომით საზოგადოებას ამ ურთიერთობის შესახებ უამბოს. ის არ აპირებს ლიამს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ მას სრული უფლება აქვს, სიმართლე თქვას და ემოციები გამოხატოს“, – განუცხადა ინსაიდერმა გამოცემა People-ს.

შეგახსენებთ, მაილი და ლიამი 2018 წელს დაქორწინდნენ. 2019 წელს ერთმანეთს დაშორდნენ, 2020 წელს კი ოფიციალურად განქორწინდნენ.

მაილი საირუსმა ალბომი Endless Summer Vacation გაავრცელა და ის უკვე ჩარტების ლიდერია

როცა შენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული გტოვებს, ასეთი შედევრი იბადება – ღიმილიანი მაილის გზა ჰიტამდე Flowers

ინსაიდერის ცნობით, ლიამ ჰემსვორტი მალი საირუსს სიმღერისთვის Flowers სასამართლოში უჩივის

 

View this post on Instagram

 

A post shared by Miley Cyrus (@mileycyrus)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Miley Cyrus (@mileycyrus)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები