LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის დაიღალა საკუთარი სიგამხდრის გამო კრიტიკით და იძულებულია დახურული ტანისამოსი ატაროს“ – ცნობილი ხდება ანჯელინა ჯოლის წონა

206
page

ანჯელინა ჯოლის წონის საკითხი უკვე დიდი ხანია განხილვის საგანია. აღნიშნული თემა განსაკუთრებით რამდენიმე თვის წინ გახდა აქტუალური, როდესაც 49 წლის მსახიობი „ვენეციის კინოფესტივალზე“, ფილმის „მარიას“ პრემიერაზე გამოჩნდა.

„შეხედეთ მის ხელებს“ – ანჯელინა ჯოლის „ვენეციის კინოფესტივალზე“ გამოჩენამ, დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია

ცოტა ხნის წინ ინსაიდერმა გამოცემა In Touch Weekly-თან სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანჯელინა ჯოლი დაიღალა საკუთარი სიგამხდრის გამო კრიტიკით და იძულებულია დახურული ტანისამოსი ატაროს. წყარომ აგრეთვე გაამხილა ჯოლის წონა, მისი თქმით ვარსკვლავი 44 კილოგრამს იწონის.

„ის დაიღალა საკუთარი სიგამხდრის გამო კრიტიკით და იძულებულია დახურული ტანისამოსი ატაროს. ის ძალიან მწვავედ იღებს ამ კრიტიკას. ანჯელინა მუდამ გამხდარი იყო, მას არც ანორექსია აქვს და არც უმადობა, უბრალოდ ასეთი აღნაგობისაა, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აღენიშნება“, – განაცხადა წყარომ.

ფოტო/ვიდეო: „დედოფალმა გვირგვინი დაიბრუნა“ – ანჯელინა ჯოლის სენსაციური გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები