„დეილი მეილი“ ემბერ ჰარდის ინტერვიუს მორიგ ამონარიდს ავრცელებს. სასამართლო პროცესზე დამარცხებული ჰარდი ირწმუნება, რომ ჯონი დეპის ყოფილი შეყვარებული, კეიტ მოსი დაშინებულია და ამიტომ დუმს ძალადობის შესახებ.
„ის დაშინებულია და ამიტომ არ ჰყვება რეალურ ისტორიას, რა და როგორ იყო“, – ამბობს ჰარდი.
შეგახსენებთ, გასულ თვეებში ჰარდი ირწმუნებოდა, რომ ჯონმა მისი ყოფილი შეყვარებული, კეიტ მოსი კიბეებიდან დააგორა, თუმცა სასამართლო პროცესის დასკვნით ნაწილში მოდელმა ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ჯონს მასზე არასდროს უძალადია.
„ჯონი დეპს არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ“ – კეიტ მოსის ჩვენება
„მან კეიტ მოსი კიბეებზე დააგორა“ – ემბერ ჰარდის მორიგი სკანდალური განცხადება