ლეგენდარული მსახიობი, რობერტ დე ნირო The View-ის ინტერვიუში ერთი წლის ქალიშვილის, ჯიას შესახებ ალაპარაკდა.
მსახიობი, რომელიც მამა გასულ წელს გახდა, აცხადებს, რომ ქალიშვილის შეძენის შემდეგ განსაკუთრებულ დაღლილობას არ გრძნობს, რადგან მას ბევრი ადამიანი ეხმარება შვილის აღზრდაში.
„ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც ქალიშვილის აღზრდაში მეხმარება. მინდა გითხრათ, რომ ჯია ერთადერთია, ვისაც უპირობოდ ვუყვარვარ, ვუყვარვარ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე“, – აცხადებს დე ნირო.
ცნობისთვის, მსახიობი და მისი პარტნიორი, ტიფანი ჩანი უკვე წლებია ერთად ცხოვრობენ, თუმცა მათ გეგმებში ჯერჯერობით დაქორწინება არ შედის.