LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის ხალხი მსახურობს ახლა ეკლესიაში, ვინც წლების წინ ავტომატებით დარბოდა, საქმეებს არჩევდა, ისროდა, კლავდა, იპარავდა – ცვატა ბერძენიშვილი

480
3f8eda1a5bbfd4597039f433fc4cf120

ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძის ფრაზას ეხმაურება -“მეხის გავარდნას ჰგავდა ამბავი, როდესაც გავიგეთ, რომ გორში მღვდლებმა ერთმანეთი ჩაცხრილეს.”

გთავაზობთ მის პოსტს:

“მეხის გავარდნას ჰგავდა ამბავი, როდესაც გავიგეთ, რომ გორში მღვდლებმა ერთმანეთი ჩაცხრილეს” – ეს ფრაზა გუშინ ნოდარ მელაძემ თქვა ეთერში.

და რატომ ჰგავდა მეხის გავარდნას? რატომ იყო მოულოდნელი? რა არის აქ განსაცვიფრებელი?

ხომ არ დაგვავიწყდა, 90-იან და 2000-იან წლებში ვინ მიაშურა ეკლესიას და ვინ შეაფარა თავი?

ზუსტად ის ხალხი მსახურობს ახლა ეკლესიაში, ვინ წლების წინ ავტომატებით დარბოდა, საქმეებს არჩევდა, ისროდა, კლავდა, ცხრილავდა, იპარავდა, ყაჩაღობდა – ანუ ადამიანებმა კანონის მიერ არაკონტროლირებადი ერთი სფეროდან მეორე სფეროში გადაინაცვლეს, გარეგნობა შეიცვალეს, თუმცა შინაგანად ისევ ის ძველი ბიჭები და კანონის მიღმა მცხოვრები “ბესპრიდელშიკები” არიან.”-წერს ცვატა ბერძენიშვილი “ფეისბუქში”.

https://www.facebook.com/tsvata.berdzenishvili/posts/3796968653709809

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g