საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხელი სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდვითარებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის, რაც ხორციელდება, არის ნამდვილი მასობრივი მკვლელობა, სრულიად შეგნებულად გაკეთებული.
სააკაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ასევე აზიარებს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ოზურგეთის საავადმყოფოს რეანიმაციის მთავარი ექიმი, ლევან გოგუაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა, რაშიც მთავრობის დანაშაული იკვეთება.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ასეთი რამის თქმა ნამდვილი სამოქალაქო გმირობაა და იმედს გამოთქვამს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას:
” ასეთი რამის თქმა ნამდვილი სამოქალაქო გმირობაა, იმედია სულ უფრო მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას და არ შეეშინდებათ რეპრესიების იმიტომ, რომ ის, რაც ხორციელდება არის ნამდვილი მასობრივი მკვლელობა, სრულიად შეგნებულად გაკეთებული.
ეს არ არის, უუნარობის და უნიათობის ბრალი, როგორც ხშირად მოგვაჩვენებენ ხოლმე, ეს არის აბსოლუტურად განზრახ ბოროტმოქმედება, რათა საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდეს და ქვეყნიდან გაიქცეს!”, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.
