ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის დაშორების ამბავი აქტუალობას კვლავ არ კარგავს. ინსაიდერის ცნობით, ტინა ძალიანაა დამწუხრებული საყვარელ მამაკაცთან განშორებით.
„ტინა ძალიანაა გულგატეხილი, მან დარდისგან აღარ იცი რა გააკეთოს“, – აცხადებს ინსაიდერი.
ყოველივე ამის ფონზე ლამაზმანმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა, როგორც ჩანს, მან განტვირთვა გადაწყვიტა და ამისთვის დედასთან ერთად სანაპიროს მიაშურა.
„დედის გადაღებული ფოტოები“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია მოდელმა.
„თითქოს ამბობს, ისე გადამიღე, რომ მიხვდეს ვინ დაკარგაო“, „როგორი სევდიანია“, „სრულყოფილება ხარ ტინა“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ვენსანმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის ყველა ფოტო წაშალა. მედია განშორების მიზეზად მსახიობის მხრიდან ღალატზე საუბრობს. ინსაიდერების ცნობით, მას რომანი 42 წლის მსახიობთან ევა გრინთან აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას სარწმუნოს ხდის კასელისა და გრინის ერთობლივი ფოტოებიც, რომელიც 56 წლის მსახიობის სოც.ქსელში უკვე მრავლად მოიპოვება.
„დარდისგან აღარ იცი რა გააკეთოს“ – ვენსან კასელთან განშორების შემდეგ ტინა კუნაკი ფოტოებს ავრცელებს
როდის დაიწყო ვენსან კასელისა და ევა გრინის რომანი – ახალი დეტალები