ქალთა ანსამბლმა „იამემ“ თერჯოლიდან „პირველი არხის“ პროექტ „ხალხურში“ გაიბრწყინა.
პირველივე საკონკურსო დღეს მათ მაყურებელი და ჟიური მოხიბლეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს.
„იამეს“ მიერ შესრულებული „არ დაიჯერებ“. დები იშხნელების რეპერტუარიდან მაყურებელმა განსაკუთრებული სითბოთი მიიღო:
„იშხნელების შემდეგ ასეთი ინდივიდუალიზმი საქებარია მართლაც!..“
„პირველივე ბგერებიდან სასწაულია. ბარაქალა, ყოჩაღ თქვენ, ყოჩაღ. რა გულ-ჯავრიანადა მღერის…“
„იმერეთი, ჩემი იმერეთი…“