LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან თავის პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ განსაკუთრებულ ნდობას – თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო“ – შალვა პაპუაშვილი

173
შალვა პაპუაშვილი & შალვა პაპუაშვილი

„ბატონი თენგიზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ექიმებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილის აღნიშნავს, თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება.

„იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან თავის პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ განსაკუთრებულ ნდობას, პატივისცემას და დაფასებას.

თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება. ის იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და შიდსთან ბრძოლის აღიარებული ფლაგმანი, რომელმაც ვერაგ ინფექციასთან ბრძოლა ჯერ კოდევ 1983 წელს დაიწყო და საყოველთაო აღიარება მოიპოვა.

COVID 19-ის პანდემიის დროს კი ახლოს გაიცნო და შეიყვარა ფართო საზოგადოებამ. მის ყოველ გამოჩენას ჩვენთვის მაშინ მოჰქონდა განსაკუთრებულო სიმშვიდე და იმედი, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.

ბატონი თენგიზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ექიმებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს”. – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, 76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა.

იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან თავის პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on Thursday 1 August 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g