LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იშვიათი ფოტო: სარა ჯესიკა პარკერი შვილებან ერთად

85

ზაფხულის არდადეგებს სარა ჯესიკა პარკერი მეუღლესთან და შვილებთან ერთად იტალიაში, სიცილიაში ატარებს, სადაც ინტერესით ათვალიერებს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს და სიამოვნებით სტუმრობს ადგილობრივ რესტორნებს.

რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავის ოჯახი სრული შემადგენლობით დააფიქსირეს პორტოფინოში, მოგვიანებით კი, თავად პარკერმა გამოაქვეყნა მცირეწლოვანი ქალიშვილების ფოტო სოციალურ ქსელში.

„ღიმილი ყველაფერზე მეტყველებს. მადლობა მინდა ვუთხრა სიცილიას და სიცილიელებს ახდენილი ოცნებებისთვის“, – იტალიური კუნძულით აღფრთოვანებულმა გააკეთა მინაწერი პარკერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები