ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ.
ცეცხლს სამების ტაძარში მიიტანენ, შემდეგ კი სხვადასხვა ტაძრებში გადანაწილდება.
ისრაელში სპეციალურად სამკაციანი დელეგაცია დილით გაემგზავრა.
“სამი კაცისგან შემდგარი დელეგაციაა წასული ისრაელში და 23:00 საათისთვის ჩამოაბრძანებენ მადლმოსილ ცეცხლს. შემდგომ მოხდება ეპარქიებში გადანაწილება“,-განაცხადა სამების ლავრის კეთილმოწესემ, მამა იოანემ (მჭედლიშვილი).
შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა.
მსახურებაზე დასასწრებად მრევლი 23:00 საათამდე უნდა მივიდეს, ტაძრის დატოვება კი, 04:00 საათის შემდგომ შეეძლება.
მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.