„ოსკარი“ – ეს არა მხოლოდ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, არამედ პოდიუმი, წითლი ხალიჩა, ადგილი, სადაც გავლაზე თითოეული დამწყები მსახიობი ოცნებობს.
აღნიშნული დღისთვის პრაქტიკულად ცერემონიის დასრულებიდან მეორე დღიდანვე ემზადებიან და ყველაფერი ცივსისხლიან ორთაბრძოლას ემსგავსება – „წითელზე.“
მსოფლიო ვარსკვლავები კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ, იმისთვის, რომ მათი ლუქი იყოს გამორჩეული, დასამახსოვრებელი და რაც მთავარია, უმაღლესი მოდის კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახუროს.
მოდამ უსაზღვრო გარდაქმნა განიცადა, ზოგიერთი ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა, ზოგიერთი დეტალი კი უცვლელი დარჩა.
2020-ის „ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიალი სულ უფროდაუფრო ახლოვდება. მოდის კრიტიკოსები წინასწარმეტყველებენ, რომ წელს, წითელზე ყველაზე დაუნდობელი მოდური ორთაბრძოლა შედგება, ჩვენც ისღა დაგვრჩენია თვალი გადავავლოთ ისტორიულ კაბებს და დაველოდოთ ოსკარის დაჯილოების ცერემონიალს, რომელიც 10 თებერვალს შედგება.