იტალია ამ ზაფხულს საერთაშორისო ტურისტებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად იქცა. დანიშნულება ჩამორჩება მხოლოდ ესპანეთს, ხოლო საფრანგეთსა და თურქეთს კი გადაუსწრო. ამის შესახებ იტალიის ეროვნული ტურიზმის სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ForwardKeys-ის მონაცემებზეა დაფუძნებული.
ეს მონაცემები ეხება უცხოელ მოგზაურებს, რომლებიც იტალიას სტუმრობენ.
რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ამ მაჩვენებლით იტალია მესამე ადგილზეა თურქეთისა და ესპანეთის შემდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც მან საფრანგეთს გადაასწრო.
ანგარიშის მიხედვით, იტალიაში ზაფხულის შვებულებისთვის ყველაზე ხშირად მიემგზავრებიან გერმანიიდან, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან. ტურისტებს იზიდავთ როგორც იტალიის ზღვისპირა კურორტები, ისე ქვეყნის მთავარი ქალაქები – რომი, მილანი, ფლორენცია, ვენეცია და სხვები.
იტალიაში ზაფხულის ტურიზმის ზრდა უკვე მეორე წელია გრძელდება – 2025 წელს ქვეყანაში 20%-ით მეტი ტურისტი ჩავიდა, ვიდრე წინა წელს.
Expedia-ს მონაცემებით, განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონისადმი და ქალაქი ნეაპოლისადმი. გასულ წელთან შედარებით, იქ სამჯერ მეტი ტურისტი ჩავიდა.
რატომ აირჩია წელს ამდენმა ადამიანი სწორედ იტალია?
ექსპერტების თქმით, იტალიის წარმატება განპირობებულია არა მხოლოდ მისი ბუნებრივი სილამაზითა და კულტურით, არამედ იმითაც, რომ ტურისტები ძალიან კმაყოფილნი არიან თავიანთი გამოცდილებით. Expedia-ს კვლევის მიხედვით, 100 ტურისტიდან 85 სრულად კმაყოფილი დარჩა იტალიაში გატარებული დასვენებით.
ბრიტანელი და გერმანელი გამოკითხულების თქმით, მათ ყველაზე მეტად მოეწონათ:
• იტალიური რესტორნების ხარისხი,
• მომხიბვლელი და ადვილად მისადგომი ღირსშესანიშნაობები,
• და იტალიელების თბილი დამოკიდებულება ტურისტებისადმი, რომლებიც ცდილობენ მათი დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო გახადონ.