იტალიაში, 28 ოქტომბერს (CHURCH OF THE MADDALENA) ქალაქ პეზაროს რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის აკადემიის სოვრინტენდენტის (მმართველი) ქართველი სოპრანო ნინო ლეჟავას ორგანიზებით, ქართულ-იტალიური აკადემიის ტრიენიოს ვოკალური განყოფილების სტუდენტების: ელენე გველესიანი, სერგი ქავთარაძისა და ელენე ათანელიშვილის კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდა ქართველი სოპრანო ნინო ლეჟავა და იტალიის კლასიკური მუსიკის წარმომადგენლები. ტრიენიოს სტუდენტებს ჩაუტარდათ მასტერკლასები.
პროექტი აღმოჩნდა წარმატებული, რეზონანსული და დაიგეგმა კლასიკური მუსიკის კონცერტების ციკლი ტრიენიოს მოსწავლეების შესრულებით იტალიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
საქართველოში, 2020 წლის 1 ოქტომბერს იტალიის რესპუბლიკის ქალაქ პეზაროს რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის აკადემიის ფილიალი გაიხსნა. იტალიაში, „რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს„ სახელობის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის აკადემიის სოვრინტენდენტი (მმართველი) და სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ ცნობილი ქართველი სოპრანო: ნინო ლეჟავა, რომელიც აკადემიას 2012 წლიდან მართავს როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი. 2015 წლიდან – სოვრინტენდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელია. აკადემია 2002 წელს, ბელკანტოს ტექნიკის, ძველი იტალიური სკოლის წარმომადგენელი და Maestro Planetario“ (მსოფლიო, პლანეტის მაესტრო) -ს წოდებით ცნობილი მაესტრო მარიო მელანი გახლავთ. სოპრანო ნინო ლეჟავა მაესტრო მარიო მელანიმ თავისი სასიმღერო ( ანუ ბელკანტოს) ტექნიკის მემკვიდრედ გამოაცხადა და თავისი აკადემია სიცოცხლეშივე გადააბარა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დიდი მუსიკალური ისტორიისა და მნიშვნელობის აკადემიის ფილიალი გახსნა ქალბატონმა ნინო ლეჟავამ და მუსიკოსმა ქორმაისტერმა- მედეა ქავთარაძემ.
საქართველოში, რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის აკადემიის ფილიალის გახსნა მნიშვნელოვანი საფეხურია ამ სფეროში მოღვაწე ხელოვანთათვის, მოზარდებისთვის.
საკონტაქტო პირი: ირინა ცერცვაძე 599 94 66 05

