LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელს შობის შინაპატიმრობაში გატარება არ უნდოდა და ციხეში გაიქცა

132
652435e883fa1.r_d.437-145-0

იტალიელი მამაკაცი, რომელსაც არც თუ ისე სერიოზული დანაშაულისთვის შინა პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საშობაოდ გაიქცა, რათა დღესასწაულს ციხეში შეხვედროდა. გამოცემა Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, მსჯავრდადებულს შობის პატიმრებთან ერთად გატარება სურდა.

როგორც გამოცემა აზუსტებს, 24 წლის მარიო მარტო ცხოვრობს და შინაპატიმრობასაც ბუნებრივია, მარტო ატარებდა. შობის წინ მან განსაკუთრებით მოიწყინა, ამიტომ სახლი დატოვა, ციხესთან მივიდა და სასჯელის ვადის იქ დასრულება მოითხოვა.

სამწუხაროდ, მარიოს თხოვნა არ შეასრულეს, ციხის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს და იტალიელი უკან, სახლში დააბრუნეს. გარდა ამისა, გაქცევისთვის მას შინაპატიმრობის დღეებიც გაუზარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები