LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის სანაპირო დაცვამ 130 თავშესაფრის მაძიებლის გადარჩენა შეძლო

74

იტალიის სანაპირო დაცვამ 130 თავშესაფრის მაძიებლის გადარჩენა შეძლო. ისინი იტალიის კუნძულ ლამპედსაზე გადაიყვანეს.

მიმდინარე წელს იტალიის სანაპიროს 50 ათასი თავშესაფრის მაძიებელი სთხოვს დახმარებას, გასული წლის მაჩვენებელს ეს 10%-ით აღემატება.

ხმელთაშუა ზღვა ევროპაში ჩასვლის ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტი მას შემდეგ გახდა, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიგრანტებს საზღვრები ჩაუკეტეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ევროპაში ჩასვლის მცდელობისას,  320 თავშესაფრის მაძიებელი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები