LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სამინისტროში მომზადებული დასკვნა ცხადყოფს, რომ “ნამახვანჰესის” ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ინტერესებს თმობს: EMC დოკუმენტების გასაჯაროვებას ითხოვს

58
სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„მედია-საშუალება „მთის ამბების“ მიერ მოპოვებული იუსტიციის სამინისტროში მომზადებული დასკვნა – „ნამახვანჰესის“ მშენებლობისთვის სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმების შესახებ, ცხადყოფს, რომ ამ ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ინტერესებს თმობს ,“ – ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ნამოხვანი ჰესის ხელშეკრულების პირობების შეუთავსებლობას სახელმწიფოს ინტერესებთან ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს.

დასკვნა მთავრობის და სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების მასშტაბურობას აკრიტიკებს მაშინ, როდესაც დასკვნის თანახმად, აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიის უფლებები მაქსიმალურად არის დაცული და მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები შეზღუდულია, “ – განაცხადეს სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

მათი შეფასებით, ხელშეკრულების არსებული პირობები სახელმწიფოს უკიდურეს უთანასწორობაში აყენებს, ხოლო, იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში მოყვანილი შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა.

„ჩვენი შეფასებით, ხელშეკრულებაში არსებული უსამართლო და დაუბალანსებელი პირობების ერთობლიობა  ხელშეკრულების მხარეთა უკიდურეს უთანასწორობას განაპირობებს, ასევე კერძო ინტერესის სასარგებლოდ  საჯარო ინტერესების დათმობას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა შეიცავს სხვა არა ერთ კრიტიკულ შენიშვნას ხელშეკრულების მიმართ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მედიაში გავრცელებულ „შეთანხმების ფურცელსაც“ გამოეხმაურა, რომელშიც, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ცნობით, შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობაა ასახული.

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ არაერთი შენიშვნა გათვალისწინებული არ ყოფილა, მაგალითად, იმიტომ, რომ „ინვესტორი  შენიშვნის შინაარსს არ ეთანხმება.“

ხოლო ის პუნქტები, რომლებიც დოკუმენტის მიხედვით, “გათვალისწინებულია”, გულისხმობს იმას, რომ ეს კონკრეტული შენიშვნა განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  მთავრობას წარედგინა და არა იმას, რომ შენიშვნები აუცილებლად გაითვალისწინეს და შეცვალეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მთავრობისგან იმ დოკუმენტების გასაჯაროებას მოითხოვს , რომელიც  „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის ხელშეკრულებაზე მუშაობის პროცესში მომზადდა.

კერძოდ:

  • ხელშეკრულების ის რედაქცია, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს დასკვნა მომზადდა;
  • ფინანსთა სამინისტროს დასკვნა;
  • პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი;

მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულების (რომლითაც ნამოხვანი ჰესის ხელშეკრულება მოიწონა) განმარტებითი ბარათი, ადმინისტრაციული წარმოების სრულ მასალასთან ერთად.

გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის შეფასებითი დოკუმენტი – რა შინაარსიც ამ დასკვნაში წერია, კრიტიკულზე მეტია: ვარლამ გოლეთიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები