LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: არასოდეს ყოფილა რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი ასეთი ხშირი – პიკი ჯერჯერობით არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია

126
ვანო ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში წელს რესპირაციული ვირუსების სეზონი ადრე დაიწყო.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, წელს მაისში, ივლისსა და ივნისში გვქონდა გრიპის შემთხვევები, რომლის მსგავსი არასოდეს ყოფილა და შესაბამისად, წლევანდელი წელი გამორჩეულია.

გაბუნია: ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციაა.. განგაშის საფუძველი არ არსებობს

„თანხმლები დაავადება თუ არ აქვს, ჰოსპიტალში გადაყვანა ბავშვისთვის მეტი სტრესია, ამიტომ სჯობს, ოჯახის ექიმმა ბავშვი მართოს ბინაზე“,  – აცხადებს თამარ გაბუნია.

„ჯერჯერობით პიკი არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია. წელს პირველ ადგილზეა, შემთხვევების 50% – რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი და რინოვირუსი. არასოდეს ყოფილა რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი ასეთი ხშირი. ეს არის პირველი მიზეზი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის.

ამის უკან ისევ და ისევ კორონავირუსი დგას. ის 2-წლიანი იზოლირება, ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა ეფექტური აღმოჩნდა ამ ვირუსების წინააღმდეგ. 2020-2021 წლებში გრიპის 2 შემთხვევა გვქონდა. ახლა კვირაში გვაქვს 10 შემთხვევა.

ამ სამ ვირუსს – გირპს, რინოვირუსს და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსს შორის განსხვავება მნიშვნელოვანია. დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, შეიძლება ვთქვათ რომელი ვირუსია წამყვანი – რინოვირუსს და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსს არ ახლავს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავისა და ყელის ტკივილი, სისუსტე, ამათ უკან უფრო გრიპი დგას.“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება.. ვთხოვ, როგორც  იმუნოლოგი და ექიმი“.. – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

ენდელაძე: „ეს სეზონი ყველაზე უფრო საშიში და საყურადღებოა, ვირუსი არის გახანგრძლივებული, ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა ხველა აქვს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g