Jaguar-მა განახლებული სუპერქარი – F-Type წარმოადგინა. მოდელმა ახალი მულტიმედიური სისტემა მიიღო, რომელიც ასევე განახლებული აპლიკაციითაა წარმოდგენილი. ახალი ,,ლამაზმანი’’ GoPro-ს კამერითაა აღჭურვილი.
აპლიკაციის სახელია – ReRun. იგი სპეციალურად ბრიტანული ავტომწარმოებლისა და GoPro-ს თანამშრომლობით იქნა შემუშავებული. პროგრამა iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს და მისი მეშვეობით, ავტომობილზე დამაგრებული კამერების: GoPro Hero5 Black, Hero5 Session, Hero4 Black და Hero4 Silver-ის მართვაა შესაძლებელი.