LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანაშია: „ბოტოქსი იყო ის საჭიროება, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას სჭირდებოდა. ეს დაადასტურა მოწმემ, რომელიც პროკურატურამ მოიწვია“

231
ჯანაშია და მიშა

„ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა“, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მისი და მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიზირებულია და მისი წარმოება „ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილზე ვენდეტაა.

„ამ პიჯაკების გარდა მე არაფერი არ დამრჩენია, სახლიც არ დამრჩა.. გინდათ მომისაჯოთ გაფლანგვაზე და კორუფციაზე?! სინდისი ხომ კარგი საქონელია..“ – სააკაშვილი

„თემურ მღებრიშვილის ჩვენება, რა თქმა უნდა, (დადასტურებაა), რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებული იყო პრეზიდენტის, პრემიერის განკარგულება შეესრულებინა, ეს შავით თეთრზე დაწერილია. აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, ერთი და იმავე ქმედებებზე, პრეზიდენტს შეიძლება წაუყენონ ბრალი, მეორეს – არა.

ერთმა შეიძლება თვითმფრინავი იქირავოს და თავისი შვილი სადღაც გაასეირნოს, მეორე შეიძლება მიუნხენის კონფერენციაზე ჩავიდეს თვითმფრინავით და ბრალი წაუყენონ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის საკითხი. ეს საკითხი მაშინ დასრულდება, როცა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არჩევნები დასრულდება”, – აღნიშნა ჯანაშიამ.

გურამ მაჭარაშვილი: „მშვენივრად წამოჩიტებულია, განცხადებებს აკეთებს – არ მგონია, სააკაშვილის შეწყალებამ სალომე ზურაბიშვილს კარგი დღე დამართოს“

დასმულ კითხვაზე, შეუძლია თუ არა, მანაც თემურ მღებრიშვილის მსგავსად განაცხადოს, რომ პირადი ხარჯების გაწევის შესახებ, ბრძანება არ მიუღია, ჯანაშიამ უპასუხა, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონო გადაწყვეტილება არასდროს შეუსრულებია“.

კითხვაზე, კანონიერი იყო თუ არა შვილის სწავლის საფასურის ბიუჯეტიდან გადახდა, ჯანაშიამ დადებითი პასუხი გასცა.

„რა თქმა უნდა, ეს იყო ბრძანებით გათვალისწინებული, რაც სავალდებულო იყო შესასრულებლად. ისევე, როგორც სახელმწიფო წესით იხდის ნებისმიერი ელჩის შვილების სწავლის გადასახადს და ა.შ. ეს არის ბრძანებები, რომელიც გამოიცემა. ბრძანებები გამოიცემა იმისთვის, რომ შესრულდეს“, – განაცხადა ჯანაშიამ.

გვარამია: ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად დაველაპარაკები სააკაშვილის შეწყალებაზე

კითხვაზე, ბოტოქსის საფასურის ბიუჯეტიდან გადახდაც იყო თუ არა კანონიერი, ჯანაშიამ უპასუხა, რომ სააკაშვილს ეს „მკურნალობის მიზნით ესაჭიროებოდა“.

„ბოტოქსი იყო ის საჭიროება, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას სჭირდებოდა. ეს დაადასტურა მოწმემ, რომელიც პროკურატურამ მოიწვია სასამართლოზე, მან დაადასტურა, რომ ამ სახის მანიპულაციები, ეს ბოტოქსი იქნებოდა, თუ სხვა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა“. – განაცხადა თეიმურაზ ჯანაშიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები