LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა – სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება

127
საგანგებო შეხვედრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ის მოთხოვნები, რაც დასაქმებულ პირებს აქვთ და სამინისტროს წარმომადგენლებისგან ალტერნატიული შეთავაზებები მოისმინეს.

უწყების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება.

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ – აქცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g