LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

471
თამარ-გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.77-ე ასამბლეაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2025-2028 წლებისთვის ჯანმრთელობის გლობალური პროგრამა მიიღო.

ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, თამარ გაბუნიამ, განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, 10 წლის განმავლობაში, პროგრამამ, მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოიცვა, სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილმა დაფინანსებამ გაზარდა მოსახლეობის დაცულობა ავადმყოფობასთან დაკავშირებული დანახარჯებისგან.

გვსურს აღვნიშნოთ,რომ ახალი გლობალური პროგრამა კარგად განსაზღვრავს მდგრადი განვითარების მიზნების ძირითად გამოწვევებს. გარკვეული მიმართულებით მიღწეული პროგრესი მიუთითებს იმაზე, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკით, ერთობლივი ქმედებებითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით საკმაოდ რეალისტურია პროგრესის დაჩქარება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის , ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე რეაგირების, ადამიანის ბიომონიტორინგის,გარემოს ჯანმრთელობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში.

საქართველოს ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები სრულად შეესაბამება გენერალურ პროგრამას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ საქართველოს საშუალება მისცა, უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისით დაფარვა მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოქალაქისთვის და დაიცვას ისინი ჯანმრთელობისა და ფინანსური ტვირთისგან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი სტრატეგიების დაგეგმვაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ხელშეწყობას, უზრუნველყოფასა და მის დაცვას.

მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, ჩვენი მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა სტრატეგიული ამოცანების მიღებისა და განხორციელებისადმი, რომლებიც „2025-2028 წლების მუშაობის მეთოთხმეტე გენერალური პროგრამის პროექტშია“ ასახული.

პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო მიზნად ისახავს შექმნას უფრო ჯანსაღი და უფრო მდგრადი მომავალი საკუთარი მოქალაქეებისთვის“,-აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მიხეილ სარჯველაძე – ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, თამარ გაბუნია დაესწრო.

პოპულარულები