ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანაშემწის მეუღლეს კორონავირუსი დაუფიქსირდა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მის თანაშემწეს, პრევენციის მიზნით, კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამ ეტაპზე ის თვითიზოლაციაში იმყოფება.
“ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ჩემს თანაშემწესა და მის ოჯახზე გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, იყო დაბალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე 1 კვირაა აღარ იმყოფება სამინისტროში, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მასაც არ დაუფიქსირდება. ჩვენ პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა. ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების უკვ 24 შემთხვევა გამოვლინდა. სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო. გუშინ, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც გულისხმობს, რომ ეპიდემია რამდენიმე კონტინენტზე ან მთელ მსოფლიოში ვრცელდება.
სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სტუქტურებს რეკომენდაცია ეძლევათ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ